ტრენინგის ბოლო დღეს გავიმეორეთ და შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.
ტრენერმა გაგვაცნო როგორ უნდა წარვადგინოთ პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე, გაგვაცნო "სამჯერ თქმის პრინციპი".
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და თავადაც გავაცანით სხვებს საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.
პირველი გამომსვლელი იყო ნინო ჩიჯავაძე მან წარმოგვიდგინა პროექტის პრეზენტაცია თემაზე "გლობალური დათბობა", მან ძალიან საინტერესოდ განიხილა ესპრობლემა დაპროექტის მსვლელობა.
მეორე პრეზენტატორი იყო მარიამ წერეთელი ძალიან საინტერესო თემით "ექვთიმე თაყაიშვილი - ოქროს ფონდი"
შემდეგი გამომსვლელი ვიყავი მე და გავაცანი ტრენინგის მონაწილეებს ჩემი პროექტი "დღესასწაულები გერმანიაში დასაქართველოში".
ჩემს შემდეგ პრეზენტაცია წარმოგვიდგინა ნანი ზვერიაშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად მიმოიხილა თავისი პროექტი "ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა"
ნინო დილებაშვილმა გაგვაცნო თავისი პროექტის თემა "რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის უცნობი დეტალები" და დაწვრილებით განიხილა პროექტის მსვლელობა.
გურანდა თავაძის პროექტის თემა იყო "მცენარეები - დედამიწის ფილტვები", მან ძალიან საინტერესოდ გაგვაცნო თავისი პროექტი.
შემდეგი პრეზენტატორი იყო დარეჯან ნამგალაური,მან წარმოგვიდგინა პროექტი სახელწოდებით "შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი".
ქეთევან ნახუცრიშვილის პროექტის თემაა "რას ვკითხულობთ დღეს?", ძალიან საინტერესო თემაა და პრეზენტაციას ბევრი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა.
ძალიან მომეწონა ყველა მათგანის პრეზენტაცია. წარმატებებს და კარიერულ წინსვლას ვუსურვებ მათ მომავალში. :-)
წრმატებებს გისურვებ
ReplyDelete