Tuesday, July 12, 2016

ტრენინგი



































რეფლექსია 9.დღე


ტრენინგის ბოლო დღეს გავიმეორეთ და შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.
ტრენერმა გაგვაცნო როგორ უნდა წარვადგინოთ პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე, გაგვაცნო "სამჯერ თქმის პრინციპი".

მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და თავადაც გავაცანით სხვებს საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.

პირველი გამომსვლელი იყო ნინო ჩიჯავაძე მან წარმოგვიდგინა პროექტის პრეზენტაცია თემაზე "გლობალური დათბობა", მან ძალიან საინტერესოდ განიხილა ესპრობლემა დაპროექტის მსვლელობა.
მეორე პრეზენტატორი იყო მარიამ წერეთელი ძალიან საინტერესო თემით "ექვთიმე თაყაიშვილი - ოქროს ფონდი"
შემდეგი გამომსვლელი ვიყავი მე და გავაცანი ტრენინგის მონაწილეებს ჩემი პროექტი "დღესასწაულები გერმანიაში დასაქართველოში".
ჩემს შემდეგ პრეზენტაცია წარმოგვიდგინა ნანი ზვერიაშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად მიმოიხილა თავისი პროექტი "ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა"
ნინო დილებაშვილმა გაგვაცნო თავისი პროექტის თემა "რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის უცნობი დეტალები" და დაწვრილებით განიხილა პროექტის მსვლელობა.
გურანდა თავაძის პროექტის თემა იყო "მცენარეები - დედამიწის ფილტვები", მან ძალიან საინტერესოდ გაგვაცნო თავისი პროექტი.
შემდეგი პრეზენტატორი იყო დარეჯან ნამგალაური,მან წარმოგვიდგინა პროექტი სახელწოდებით "შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი".
ქეთევან ნახუცრიშვილის პროექტის თემაა "რას ვკითხულობთ დღეს?", ძალიან საინტერესო თემაა და პრეზენტაციას ბევრი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა.
ძალიან მომეწონა ყველა მათგანის პრეზენტაცია. წარმატებებს და კარიერულ წინსვლას ვუსურვებ მათ მომავალში. :-)




Monday, July 11, 2016

რეფლექსია 8. დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ დავალების განხილვით, დასაწერი გვქონდა პროექტის მსვლელობა. შევამოწმეთ დავალებები და ჩავასწორეთ რაც შეცდომით გვქონდა დაწერილი.
ამის შემდეგ ფასილიტაციისთვის შევქმენით ონლაინ კითხვარი და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
დავალება გვაქვს ბუკლეტი დასასრულებელი :-)

Friday, July 8, 2016

რეფლექსია 7. დღე

დღეს გავიხსენეთ გარდნერის "მრავალმხრივი ინტელექტის" ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, დავწერეთ მათი შესაბამისი აქტივობები.

ერთმანეთის ბლოგზე დავწერეთ კომენტარები.

საკუთარ ბლოგებზე ვისწავლეთ "Page"-ს გამოქვეყნება.

დავალება გვაქვს დასაწერი პროექტის მსვლელობა (პროცედურები)

Thursday, July 7, 2016

რეფლექსია 6. დღე


დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის  ბლოგზე ჩაშენება, პრეზენტაციის გადატანა google drive-ში.
ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ შეფასების რუბრიკა და შევქმენით ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი შეფასების რუბრიკა.

პორტფოლიოს პრეზენტაცია


მოსწავლის პრეზენტაცია


Wednesday, July 6, 2016

რეფლექსია 5. დღე

გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან მასალები, ფოტოები და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით შევინახეთ მათი ლინკები.

შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, (PP Power  point) რომელიც მიზნებიდან გამომდინარე აქტივობებზე იყო ორიენტირებული.

ერთმანეთის პრეზენტაციებზე გავაკეთეთ კომენტარები.



Friday, July 1, 2016

რეფლექსია 4. დღე


ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან. ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.

მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით ცხრილი "ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე"

ვისწავლეთ google drive-ში პრეზენტაციის მომზადება, სლაიდების შექმნა და  რედაქტირება.

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით უნდა დავასრულოთ პრეზენტაცია, ყველა აქტივობას ვივუწეროთ შესაბამისი აქტივობები.