Monday, June 27, 2016

რეფლექსია 1. დღე


დღე1.

ვისწავლეთ viewer-ის გამოყენება,(Intel Education Viewer) გავეცანით ტრენინგის მოდულებს და მათ შინაარსს, ვისწავლეთ Word-ის ფაილში სასურველი სიტყვის ძებნა, ახალი ბლოგის დამატება, გავეცანით პროექტის ჩექლისტს,  რისთვის არის საჭირო პროექტებით  სწავლება.

პროექტები აუცილებლად უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სწავლების პროცესში.
პროექტითსწავლების პროცესში მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმვა,  მოსწქავლეებისთვის გაცნობა,პროექტის თემის სათაურის შერჩევა, ძირითადი აქტივობების გაცნობა


რეფლექსია 2.დღე



ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ პროექტის თემის იდეები, შევარჩიეთ სასურველი პროექტის თემა და სათაური, შინაარსი რომ დავწერეთ გავითვალისწინეთ არა ჩვენი -  არამედ მოსწავლეების აზრები. პროექტს შევუსაბამეთ სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, მასში ტექსტის ჩაწერა, ინტერნეტიდან სურათების ჩამოტვირთვა და მათი გადატანა ბუკლეტში.

რეფლექსია 3. დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ ბლუმის ტაქსონომია და გადავხედეთ სააზროვნო სტანდარტებს.
 მეორე მოდულის პირველი აქტივობიდან გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონიმიის სიტყვები "ზმნები".
ყველა ინდიკატორისთვის დავწერეთ მათი შესაბამისი მიზნები.

გავიგეთ როგორ შევადგინოთ (დავსვათ) ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.

ვისწავლეთ google drive-ში მუშაობა, როგორ უნდა შევინახოთ და ვნახოთ მასში შენახული ფაილი.